პოროშენკოს აქვს გამოძრომის ერთი კარგი შანსი, რომ საქმე მშვიდობიანად მიიყვანოს არჩევნებამდე - შარაშენიძე

00:44 12-12-2017
106

„დღეს მოხდა ის, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ გაიაზრა, თუ რა შეიძლება, მომხდარიყო მის თავს, თუ სააკაშვილს ჩასვამდა ციხეში და რა შეიძლებოდა, მომხდარიყო მთლიანად ქვეყნის თავს,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა, თორნიკე შარაშენიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ახლა პოროშენკოს აქვს გამოძრომის ერთი კარგი შანსი, რომ საქმე მშვიდობიანად მიიყვანოს არჩევნებამდე და არჩვენებში სააკაშვილი გაიმარჯვებს თუ არ გაიმარჯვებს მისი პრობლემა არ იქნება,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, პოროშენკოს აქვს ერთი ვარიანტი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.