ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვალუტა

ფინანსები 1711652456

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ლარი დოლართან 0.39%-ით გამყარდა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7084 ლარი ღირდა, ევრო – 2.9337 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4215 ლარი.

ფრენები იზრდება

საზოგადოება 1711652128

EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:Georgian Airways:• თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე;• თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში.Wizz Air:• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე.Lufthansa:• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში.Eurowings:• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში;• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში.სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.

ირმის ნახტომი

მეცნიერება 1711652029

VIDEO: ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელის გარშემო ძლიერი მაგნიტური ველი გადაიღეს

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გარშემო სპირალივით მოძრავი მაგნიტური ველი გადაიღეს.მეცნიერთა ჯგუფმა მშვილდოსანი A*-ს ჩრდილის პირდაპირ სურათზე პოლარიზაციის ეფექტი დააფიქსირა და გაზომა. საინტერესოა, რომ ამის შედეგად გამოვლინდა მაგნიტური ველის ისეთივე სტრუქტურა, რომელიც აქამდე შავი ხვრელის სხვა ერთადერთ პირდაპირ სურათზე გვქონდა ნანახი — სუპერმასიურ შავ ხვრელ M87*-ის შემთხვევაში.„ვხედავთ, რომ ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელის სიახლოვეს არის ძლიერი, დაგრეხილი, ორგანიზებული შავი ხვრელი. ვინაიდან მშვილდოსანი A*-ს პოლარიზაციის ზუსტად ისეთივე სტრუქტურა აღმოაჩნდა, როგორიც გაცილებით დიდ და მძლავრ შავ ხვრელ M87*-ს აქვს, ვიგებთ, რომ ძლიერი და მოწესრიგებული მაგნიტური ველები კრიტიკულ როლს ასრულებს მის ურთიერთქმედებაში გარშემო არსებულ გაზთან და მატერიასთან“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი სარა ისაუონი.შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება ადვილი საქმე არ არის. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი წლების განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს, რათა მშვილდოსანი A*-ს და M87*-ის ფოტოები მიეღო.თუმცა, მათი ძალისხმევა ამით არ დასრულებულა: შემდეგი ნაბიჯია მონაცემთა ინტერპრეტირება, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს სუპერმასიური შავი ხვრელები.ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა დავაკვირდეთ, როგორ არის ორიენტირებული, ანუ პოლარიზებული სინათლის რხევები შავი ხვრელის გარემოს მიერ. მძლავრი მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ აჩქარებული გამოყოფენ სინათლეს, რომელსაც სინქროტრონულ რადიაციას უწოდებენ. სინათლის ამ სპექტრის პოლარიზაციის წაკითხვა ავლენს მაგნიტური ველის ხაზების სიმძლავრეს და ორიენტაციას.„შავი ხვრელის სიახლოვეს მანათობელი ცხელი გაზის პოლარიზებული სინათლის გადაღებით, ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ მაგნიტური ველების სტრუქტურასა და სიძლიერეს; ისინი შავი ხვრელის მიერ შთანთქმული და უკან ამოსროლილი გაზისა და მატერიის ნაკადს ძაფებივით მიუყვება“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი ანხელო რიკარტე.მისი განცხადებით, პოლარიზებული სინათლე ბევრს გვასწავლის ასტროფიზიკის, გაზის მახასიათებლების და შავ ხვრელში არსებულ მექანიზმთა შესახებ.მშვილდოსანი A*-ს მაგნიტური ველის დაფიქსირების სამუშაო ორნაწილიანი იყო. პირველი ნაბიჯი გახლდათ დაკვირვებული სინათლის პოლარიზაციის დაფიქსირება რვა სხვადასხვა ტელესკოპის გამოყენებით; მათ შორის იყო უმძლავრესი ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპი (ALMA). ეს ობსერვატორია შავი ხვრელის თავდაპირველი ფოტოს მიღების სამუშაოებშიც იყო ჩართული.მას შემდეგ, რაც მონაცემებიდან სიგნალი ამოიღეს, საჭირო იყო იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავდა ის — თავად მაგნიტური ველის დატანა რუკაზე.შედეგებმა აჩვენა მშვილდოსანი A*-ს გარშემო დაგრეხილი მძლავრი მაგნიტური ველი — მის გარშემო მოძრავი მანათობელი მტვრის ღრუბლის მეშვეობით. მაგნიტური ველი თვალშისაცემად ჰგავდა M87*-ის მაგნიტურ ველს — ისტორიაში პირველი სუპერმასიური შავი ხვრელის ჩრდილისა, რომლის ფოტოც ვიხილეთ.ეს ყველაფერი იმიტომ არის საინტერესო, რომ ამ ორ შავ ხვრელს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. მშვილდოსანი A* ჩვენს მზეზე დაახლოებით 4,3 მილიონჯერ მასიურია და არც ისე აქტიურია. M87*-ს კი 6,5 მილიარდი მზის მასა აქვს და თანაც ძლიერ აქტიურია. სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ მათ მიმდებარე სივრცეებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გვენახა. თუმცა, სახეზეა საოცარი მსგავსებები. 

მაშველები

საზოგადოება 1711651363

ვინ არის ზვავში მოყოლილი 48 წლის მამაკაცი - ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა

11:35 საათი - 112-ში ზვავში მოყოლილი მამაკაცის შესახებ შეტყობინება შევიდა. ბაკურიანში, ციხისჯვარის გზის მიმდებარედ, მაშველებმა ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყეს. 5 კაციანი ჯგუფიდან თოვლის მასას თავი 4-მა დააღწია, 48 წლის მამაკაცს დილიდან ეძებდნენ. ის მეგობრებთან ერთად ბურანების ტურში იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა."კურიერმა" დაკარგულის ვინაობა გაარკვია. ის ბაკურიანში მცხოვრები დიტო გოგოლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი სპორტსმენია და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, რასაც მის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოებიც ადასტურებს.სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რთული რელიეფის გამო აუცილებელი გახდა. დამატებითი სამაშველო ჯგუფი ბაკურიანში თბილისიდანაც ჩავიდა. ძებნა-შველის ოპერაცია პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველებმა დაიწყეს. ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობდა დრონებითაც.მთიდან ჩამოწოლილ თოვლის მასაზე ადგილობრივი მედია და ბაკურიანის განვითარების სააგენტო რამდენიმე ფოტოს ავრცელებს. ამ ფოტოებზეც კარგად ჩანს მთიდან მოწყვეტილი და ასობით კვადრატზე ჩამოსული თოვლის მოცულობა.სამაშველო სამსახურის დასახმარებლად ადგილობრივები ბაკურიანიდანაც წავიდნენ. სამძებრო ოპერაციას რთული კლიმატური პირობები და შემთხვევის ადგილის მდებარეობა ართულებს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ვერ შედის, ამის გამო კი თოვლის საფარის გაწმენდა ცოცხალ ძალას უწევდა.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გადაიყვანა.სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ზვავსაშიშროების გამო ძებნა-შველის სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

კვარაცხელია

სპორტი 1711651155

„არ დაგავიწყდეთ, რომ კვარაცხელია ჰყავთ“ - GOAL.COM-მა ჩემპიონატის პირველადი რეიტინგი შეადგინა

ცნობილმა საფეხურთო პორტალმა Goal.com ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა პირველადი რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო – 24-ე ადგილი მიუჩინა. კლასიფიკაციის სათავეში საფრანგეთის ნაკრები იმყოფება, მე-2 ადგილზე კი პორტუგალიაა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება. სხვა მოწინააღმდეგეთაგან თურქეთს მე-13 პოზიცია უკავია, ჩეხეთი კი მე-17-ეა. „შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევრო 2014-ის ყველაზე მოულოდნელი მონაწილეა. მათ საკვალიფიკაციო ციკლში მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს, 8 შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილი დაიკავეს, სამაგიეროდ, ერთა ლიგის შედეგებით პლეი-ოფში მოხვდნენ და შანსი გამოიყენეს.საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით სძლია, საბერძნეთთან ფინალში კი გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც გადამწყვეტი დარტყმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და თბილისში ზეიმის გიჟურ სცენებს დაუდო სათავე.გერმანიაში დაგეგმილი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან და დებიუტანტისგან ალბათ, ბევრს არც არაფერს უნდა ველოდეთ, თუმცა, არ დაგვავიწყდეს შემდეგი: მათ ჰყავთ ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, საოცარი გარემარბი, რომელსაც ჯადოქრული მომენტების შექმნა შეუძლია“,- წერს გამოცემა.წყარო: