ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

16:36 12-10-2017
100

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

გიორგი მესხის ინფორმაციით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

”ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს გამოძიების შემდეგ მოგახსენებთ”, - აცხადებს გიორგი მესხი.