ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება იყო - გიორგი გახარია

14:18 12-07-2017
345

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს კითხივს საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, იყო თუ არა ის ისევ რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2000 წელს მიიღო.

"დღს მე ვარ საქართველოს მოქალაქე მხოლოდ და მხოლოდ და ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება", -განაცხადა გახარიამ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე