ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

11:38 12-06-2017
152

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დააფიქსირა. 

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 243, 250 და 257 კილოგრამები შეუკვეთა და სამივე წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძეს 477 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.

გარდა ამისა, ატაცში, ქართველმა ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 220 კგ აიტაცა. 

ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ ხუთი კილო მოუმატა და 215 კგ ასწია. მესამე მისვლაზე ტალახაძემ 220 კგ აიტაცა და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) გააუმჯობესა.

ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ჯამში, ლაშა ტალახაძემ აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე