მიხეილ სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

13:16 12-05-2017
198

მუხლი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს ითვალისწინებს პატიმრობას სამიდან ხუთ წლამდე. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

 მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256- მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.

აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.