ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

აბოლფაზლ შეკარჩი

მსოფლიო 1713257715

თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება - ირანელი გენერალი

ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.მან მოუწოდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, „შეწყვიტონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების ადვოკატირება“.„მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა. თუ ისრაელის აგრესიული ქმედებები გაგრძელდება, პასუხი კიდევ უფრო ძლიერი იქნება“, - აღნიშნა ირანელმა გენერალმა.ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713257414

საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას - გია აბაშიძე

„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსის თქმით, არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს.მისივე თქმით, როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას. არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მორიგი პროგრესი აღიარებულია როგორც მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესება, იუწყება საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი", რომლის შტაბ-ბინა სიდნეიშია. საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც აღნიშნეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. 2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:- კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა- ჯანსაღი ბიზნეს გარემო- კორუფციის დაბალი დონე- ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა- ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე- კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან- ინფორმაციის თავისუფლება- რესურსების სამართლიანი განაწილება“-წერს გია აბაშიძე.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713257296

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დღემდე განმარტებას ველოდებით ნიკა გვარამიას მოსამართლე ჩხიკვაძის თაობაზე ამერიკის საელჩოსგან. განმარტება უნდა იყოს, რასთან გვქონდა საქმე, რატომ იყო მოსამართლეზე ზეწოლა უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან და ეს წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის დარღვევას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მილერის თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.პაპუაშვილმა მილერის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სტრასბურგის მიერ გაირკვა, რომ ეს ზეწოლა ეფუძნებოდა მცდარ არგუმენტებს თუ მოსაზრებებს.„მცდარიც იყო და ამავე დროს იყო მიღმა პარტნიორული ურთიერთობებისა. ამ ზეწოლის შედეგად, რომელიც მოახდინა ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მოახდინა მოსამართლეზე და რომელმაც სამიზნე გახადა მორალური ტერორის ენჯეოებისა და ოპოზიციის მხრიდან, ამ მორალური ტერორის შედეგად ჯანმრთელობის ზიანი განიცადა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა. სანამ განმარტებას, წუხილს და ბოდიშს არ მოვისმენთ მოსამართლისა და მისი ოჯახის მიმართ, რომ ამერიკის საელჩოს ქმედებების გამო მორალური ტერორის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და მისი მოსამართლე, რა თქმა უნდა, ეს განმარტებები უნდა მოვისმინოთ. ფაქტია, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოსამართლესთან მივიდნენ და მას ანგარიში მოსთხოვეს. ამით ის ადამიანი და მისი ოჯახი მორალური ტერორის ობიექტი გახადეს. ამან ზიანი გამოიწვია მისი არასრულწლოვანი შვილის. არგუმენტებია მოცემული, რომ ამერიკის საელჩოს განმარტებებს დაველოდოთ. ჯერ განმარტებები უნდა მოვისმინოთ. რაც შეეხება სანქციებს, უკვე ამ საკითხზე მსჯელობა არასერიოზულია, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ ერთი ფაქტი მაინც მიგვაწოდონ, აქაც დოგმებია, დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყოს. სახელმწიფო ასე არ მუშაობა. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, რაიმე ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კრისტი სალომე

ტაბლოიდი 1713257294

„თუ არ მოგწონთ, წადით პროექტიდან“ - მწვავე დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“

„ჩემს პირად ურთიერთობაში მე ვიქნები დომინანტი თუ ნიკო, არც შენი გადასაწყვატია და არც ერთი მონაწილის, - სალომე უშხვანის ამ რეპლიკას „პრაიმ ჰაუსში“ კონფლიქტი მოჰყვა.ის და ქრისტი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.„ძალიან დიდი ბოდიში, მესამე სეზონში სულ ჩემს ურთიერთობებზე იყო საუბარი. ახლა მე მომინდება და ვილაპარაკებ. არ დაგავიწყდეთ, პროექტში შექმნილი წყვილი ხართ და ვილაპარაკებ. მესამე სეზონშიც, მეოთხეშიც მონაწილეები იყავით და მეხუთეშით, ერთი წლის განმავლობაში განიხილებით, ამიტომ მაქვს უფლება, რომ განვიხილო თქვენი წყვილი. თუ რამე არ მოგწონთ, წადით პროექტიდან,“ - თქვა კრისტი აბაკუმოვამ.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713257229

გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცეოდა პოლიცია, სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება - შალვა პაპუაშვილი

გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია, სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება. აქცია მიმდინარეობდა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მათ არავინ უშლის ხელს, პირიქით, პოლიციელების სურვილი იყო, დაცული ყოფილიყო აქციის მშვიდობიანი ხასიათი, უსაფრთხოება, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა – იყო პიკეტირების მცდელობა. ამასთან დაკავშირებით მათ პოლიციამ უთხრა, არ მომხდარიყო გვერდითა ქუჩების გადაკეტვა, რათა პარლამენტის საქმიანობას საფრთხე არ შემქნოდა. მცდელობა იყო პოლიციაზე მიწოლის, რათა ინციდენტები ყოფილიყო.მივმართავ მათ, ვინც ასეთ აქციაზე არის ხოლმე, რადგან შემდეგ მათგან გვესმის, მშვიდობიანი აქცია იყო და პოლიციას რატომ მოუწია ძალის გამოყენებაო – ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და მოცილებულია გვერდითა ქუჩას, დააკვირდნენ, გვერდითა ქუჩებზე რა ხდება. წინა ხაზები პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდნენ, რათა გამოეწვიათ პოლიციის რეაქცია. ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა დაუშვებელია როგორც ინდივიდვალურად, ასევე კოლექტიურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.