სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

16:07 11-10-2017
40

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, თბილისის სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. 

მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ეროვნული სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. 

მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს,  ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. 

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას უკვე ორი წელია 
ახორციელებს. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.