როგორი ამინდია უახლოეს დღეებში მოსალოდნელი

10:47 11-07-2017
997
თეგები: ამინდი

დღეიდან 11 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 7-8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„9 ნოემბერს კი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 

დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს”, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.