ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პაატა კვიჟინაძე

პოლიტიკა 1713435885

ეს არის დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, იმას არ უშველის საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში - პაატა კვიჟინაძე ე.წ. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე

სანქციებზე, ზოგიერთისგან მიკვირს, თორემ ყველამ შეიძლება არ იცოდეს. ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას და საქართველო დაგიფარავს? ამერიკა და ევროპა სანქციებს რომ აწესებს, ჩინეთი მეორე ეკონომიკაა ნომინალში და გამოშვებული პროდუქციით პირველი ეკონომიკაა, ის ერიდება და არ აკეთებს მაგას და საქართველო დაიცავს, პაატა იქნება, გივი თუ ვინც გინდა იყოს? ასეთი სისულელე როგორ მოგივიდათ, ვინც ამას ამბობს, თურმე თუ საქართველოში მოიტანს და ანგარიშზე დადებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, თუ ოფშორიდან კომპანიები არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას, ისინი გახსნიან საწარმოებს, დაიბეგრებიან, რაც დადებითან აისახება ქვეყანაზე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან.გაქრება ის ბანკი, ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო. თან ერთ პიროვნებაზე აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, ახლა გაფრინდა, ახლა გაფრინდაო, ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო - ჯერ გაერკვიეთ რა გინდათ რომ თქვათ და რაზე საუბრობთ.ეს ხალხი ამ წუთას ხომ საზღვარგარეთ არის - თუ არ შემოვლენ, არაფერი არ იქნება, არც ზარალი, არც მოგება, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ხალხი დავაინტერესოთ და საქართველოში გადმოვიდნენ არამარტო ისინი, სხვებიც, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გახსნიან წარმოებებს, დაბეგვრა იქნება ა.შ. და იქნება სარგებელი და თუ არ მოვეხმარებით და არ გადმოვლენ, ზარალი როგორ იქნება? არიან იქ და იქნებიან, ვინ უშლით?!რუსეთთან აბამენ ამას, რუსეთს არ აქვს არავითარი ოფშორი და არც რუსული ფული არსად მოქმედებს ამ პიროვნებებზე, ვისაც ვამბობთ, საერთოდ არ აქვთ არანაირი კავშირი, ეს არის დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, იმას არ უშველის საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში. თუ ვინმე დასანქცირებულია, იმის თემა უკვე დახურულია, არაფერი არ უშველის. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ოფშორი არის გაუმჭვირვალე, თუ ის საქართველოში გადმოვა, იქნება გამჭვირვალე, რა გაქვთ საწინააღმდეგო ვერ გავიგე, რა გინდათ? სად ნახავთ და რეესტრში იქნება დარეგისტრირებული." - განაცხადა კვიჟინაძემ.პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

მეწრ

რეგიონი 1713435141

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს  გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

საზოგადოება 1713435023

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა და დაიცვას რეალიზაციის პირობები.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა გიორგი იაკობაშვილმა და ზურაბ ლიპარტიამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.„აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმის სრულყოფა მნიშვნელოვანია როგორც თხილის წარმოების, ასევე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად. თხილის დაზიანებას, ფაროსანასთან ერთად, იწვევს სხვა მავნებელ-დაავადებებიც, რომელთა დამარცხება შესაძლებელია ხარისხიანი ქიმიკატებით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.აღსანიშნავია, რომ მეთხილე ფერმერებს პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ინსპექტორები სახელმწიფო კონტროლს წელსაც აღიარების მქონე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში განახორციელებენ; ლაბორატორიული კვლევისთვის დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება.თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის გაიცემა სუბსიდია თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად; სუბსიდიის მისაღებად, პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ  0.2 ჰა, არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით  1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.

მეწრ

საზოგადოება 1713434567

VIDEO: „2 წუთით ავცდით...” – რა ხდება ამ წუთებში სვანეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე წუთის წინ სვანეთში, ლაშენში, მეწყერი ჩამოწვა. კადრები "პალიტრავიდეოს" თვითმხილველმა მიაწოდა."მივდიოდით, ორმა მანანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა. სამაშველოში დავრეკეთ და ველოდებით", - ამბობს ლაშა არაბული.   

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა 1713433804

აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს რაიმე თანამდებობა მიიღოს უკრაინაში - ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ  აუტსაიდერი ელისაშვილი ნაცებთან ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას უკრაინაში, არახამიას გუნდში.„ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა სამართალდამცველების კორდონის გარღვევას.აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას.აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს  პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ნაცებთან ერთად უნისონში, ნაცებივით ცდილობს არჩევნების შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“-აცხადებს ცოტნე ანანიძე.უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადეობა ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.