ქართველი პატარძლის ფოტომ ევროპის საუკეთესო ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა

14:00 10-18-2017
9056

ევროპის პროფესიულ ფოტოგრაფთა ფედერაცია, რომელშიც გაერთიანებულია 29 წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლობა, ყოველ წელს ატარებს კონკურსს "ევროპის წლის ფოტოგრაფი".

კონკურსის სხვადასხვა ნომინაციათა შორის არის საქორწილო ფოტოგრაფიის კატეგორია. სწორედ ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა იური აკოფოვი, მას გადაეცა უმაღლესი ჯოლდო, "ოქროს აპარატი". პატარძალს MariGold-ის კაბა ეცვა. ფოტო თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია გადაღებული. 

ავტორი: თეონა აბესაძე