მხარს ვუჭერ ბატონ კახა კალაძეს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ - დავით მაღრაძე

13:41 10-18-2017
119

პოეტი დავით მაღრაძე ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მაღრაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა. პოეტი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება შესაძლოა განაწყენებული იყოს და ფიქრობს, რომ პროტესტი არჩევნებზე არმისვლით დააფიქსიროს, უნდა შეძლოს მაინც, მივიდეს არჩევნებზე, რადგან ეს მოქალაქეობრივი ვალია.

"მე მივდივარ არჩევნებზე, ვინაიდან ვფიქრობ ჩვენს შთამომავლობაზე, გ თხოვთ, თქვენც ასე იფიქრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. არსებობს საზოგადოების ისეთი ფენა, რომელიც ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებზე მისვლას, რადგან შედეგი მაინც ის დადგება, რაც ხელისუფლებას სურს. ესეც საბჭოური ცნობიერების გამოგრძელებაა და ექოა ჩვენში. მე შემიძლია ფაქტებით ვისაუბრო ჩემს მოძმეებთან, რადგან არჩევნებზე მისვალს აზრი აქვს. ჩვენ ისეთი ხელისუფლება დავამარცხეთ არჩევნებზე, რომლებსაც საოცარი გამყალბებლები ყავდა", - აღნიშნა მაღრაძემ.

მისი თქმით, შემოთავაზებული კანდიდატურებიდან თბილისის მერის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" კანდიდატს ისურვებდა.

"მე მხარს ვუჭერ ბატონ კახა კალაძეს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და მგონია, რომ იმდენად თავლსაჩნოა სხვა კანდიდატებთან მისი განსხვავება, ამორმჩეველს ამის დანახვა არ გაუჭირდება", - განაცხადა მაღრაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე