ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჩინეთი

მსოფლიო 1713899793

27 წლის შვილისთვის მოტაცებული 11 წლის ბავშვი- ჩინეთში, დააკავეს ქალი, რომელსაც სარძლოს აღზრდა უნდოდა

ჩინეთში ქალმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გაეზარდა იდეალური ცოლი 27 წლის ვაჟისთვის და 11 წლის გოგონა მოიპარა ქალაქ ლიუპანშუის (გუიჯოუს პროვინცია) სოფლიდან. ამის შესახებ South China Morning Post იტყობინება.ყველაფერი ჯერ კიდევ 2023 წელს მოხდა. როდესაც შესანიშნავი კანდიდატი იპოვეს, მოსიყვარულე დედამ სცადა მოლაპარაკება სკოლის მოსწავლის მამასთან. მან უარი თქვა, მაგრამ ქალი გვარად იანგი ასე მარტივად არ აპირებდა დათმობას. დაელოდა, სანამ გოგონა სახლში მარტო დარჩებოდა და მან უბრალოდ ბავშვი მოიპარა. შედეგად, გოგონამ მათ სახლში ოთხი დღე იცხოვრა, სანამ საბოლოოდ არ იპოვეს. 15 დეკემბერს სასამართლომ ქალსა და მის შვილს ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ამას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ინტერნეტში კამათის და დისკუსიის ქარიშხალი. მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ სასჯელით, იმ მორალური შოკის გათვალისწინებით, რაც სკოლის მოსწავლემ მიიღო. ბევრმა თქვა, რომ ასეთი დანაშაულისთვის სასჯელი ძალიან მცირე იყო.„ვაჟი 1997 წელს დაიბადა. გარდა იმისა, რომ თავად გატაცებაა დანაშაული, 11 წლის ბავშვთან ურთიერთობა უკანონოა“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი.გამოცემამ გაიხსენა გარკვეული ძველი ჩინური ჩვეულების არსებობა, რომლის მიხედვითაც მშობლებმა იშვილეს თინეიჯერი გოგონები, რათა ისინი თავიანთი შვილის მომავალ ცოლად აღეზარდათ. ეს პრაქტიკა 1950-იან წლებში აიკრძალა, მაგრამ სოფლის მცხოვრებლები აგრძელებენ მის პრაქტიკას. მაგალითად, 1990 წელს ჩინეთში დაბადებული გოგონა გაიტაცეს და შემდეგ გაყიდეს 2,5 ათას იუანად, როდესაც ის მხოლოდ ხუთი წლის იყო. პოტენციური პატარძალი ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მამაკაცმა იყიდა.ასევე ნახეთ:კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

დავით კაჭარავა

პოლიტიკა 1713899518

„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

 “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, “ხალხის ძალის” წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ. აქციის მონაწილეებმა დეპუტატის ავტომობილზე დატოვეს შემდეგი ტიპის წარწერები: “რუსი მონა”.

რიჩარდ ჩარნეცკი

პოლიტიკა 1713899433

ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი: ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი

 ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი, - აცხადებს ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი “ქრონიკასთან” საუბარში. მისი განმარტებით, ახსოვს ევროპარლამენტში “კატარგეითთან” დაკავშირებული სკანდალი, რაც სწორედ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. “მე ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და არ დამვიწყებია, რა მოხდა ევროპარლამენტში, რასაც “კატარგეითი” ვუწოდეთ და გაუმჭვირვალობასთან იყო კავშირში. უფრო გეოპოლიტიკურად უნდა ვიფიქროთ.”- განაცხადა ჩარნეცკიმ.        

დავით კაჭარავა

პოლიტიკა 1713899298

დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს მიმართა: ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის - ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით. „ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით, - განაცხადა კაჭარავამ

სესხი

ფინანსები 1713898932

ლარში გაცემული სესხები გაიაფდა - სესხის აღება ლარში სჯობს თუ დოლარში?

ლარში გაცემული სესხები გაიაფდა, - ამის შესახებ EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, თამარ ჩხატარაშვილი აცხადებს.სპეციალისტი ასევე განმარტავს,  სესხის აღება ლარში სჯობს თუ დოლარში.ვრცლად ↓