აუდიტორია #115 საქართველოს რკინიგზის წინ აქციას გამართავს: ,,ცხადია, პროვოკაციებს ველოდებით"

13:33 08-29-2017
47

დღეს, საქართველოს რკინიგზის წინ, აუდიტორია #115-ის ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა,  იგეგმება მშვიდობიანი დემონსტრაციას, თუმცა პროვოკაციების მოლოდინი არსებობს. 

,, ცხადია ველოდებით იმგვარს პროვოკაციებს, როგორიც მოგვიწყვეს კონსტიტუციის დღეს, როდესაც პოლიციელები ერეკებოდნენ აქციის მონაწილეებს საპოლიციო მანაქნებში. ჩვენ მშვიდობიან დემონსტრაციას ვაპირებთ  მოწოდებით გაიმართოს მოლაპარაკე ასაქართველოს პრემიერმინისტრისა და მთავრობის უშუალო მონაწილეობით", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში.