გმირი - ალია ბარდაველიძე - "რუსებს, ხელყუმბარა უსვრიათ... სხვის გადა­სარჩენად მისული, თვითონ დაიღუპა"

16:15 08-01-2017
2350

ცხინვალთან დაეცა. მაშინ, როცა რუსმა იერი­ში, შანხაის დასახლებაზე მიიტანა. ასმეთაური ალ­ია იქ იყო.

1984 წლის, 4 აპრილს დაიბადა. ალია ბაბუის სახელი დაარქვეს. პირვ­ელი შვილი იყო.

    მამა:

„სკოლის პერიოდში სამხედრო აკადემიით დაინ­ტერესდა. კარგად სწავლო­ბდა... 4 წელი ისწავლა სამხ­ედრო აკადემიაში. წოდებით ლეიტენანტი იყო. ბოლოს ომში ასმეთაური... ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, როგორც სამხედროს. ბე­ვრი მადლობის სიგელი აქვს მიღებული და სახლში, რომ მოჰქონდა ძალიან გვიხარ­ოდა... ორფოლოში, პოლი­გონზე წვრთნებს გადიოდა და ყველაფერს წარმატებულად ართმევდა თავს. ახლა მისი მეგობრები რომ მხვდებიან ხოლმე მეუბნებიან, ჩვენ რომ დავიღლებოდით, ის მაინც არ ჩერდებოდა და ვარჯიშს აგრძელებდაო...

დასაოჯახ­ებელი იყო... ომი რომ არ და­წყებულიყო ერაყში აპირებდა წასვლას. იქიდან რომ ჩამო­ვიდოდა დაოჯახებას აპირ­ებდა... უკვე შედგენილი იყო ასეული, საბუთები წესრიგში ჰქონდა და ნოემბერში უნდა წასულიყო"...

           დედა:

„სამსახურიდან გა­მომდინარე, ხშირად სახლში არ იყო. ამის მიუხედავად, არ­ასოდეს წუწუნებდა თავისი სამსახურის გამო. მისი კარიერა სამხედრო ცხოვრებას უკავშირდებოდა. ვერ წარმ­ოედგინა თავი სხვა­გან . ერაყში ნამყოფი იყო და მეორ­ედაც აპირებდა წასვლას. სამს­ახურის ამბავზე ბევრი ლაპარა­ კი არ უყვარდა. ძალიან მოსიყვ­არულე იყო, გიჟდებოდა თავის დაზე".

        მამა:

„პირველი ხელფასით დას უყიდა ტელეფონი. სტუდ­ენტიაო და მას უხარიაო. დაზე ორი წლით უფროსი იყო და ზრ­უნავდა მასზე. საშუალო სკოლა თერჯოლ­აში, სოფელ სიმონეთში დაამ­თავრა. მას შემდეგ წამოვედით თბილისში. მიუხედავათ იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია თბ­ილისში ვცხოვრობთ, სოფელში ჩასვლა ყოველთვის უხაროდა. იქ ბევრი მეგობარი დარჩა".“

       ციური ბარდაველიძე, დედა:

„ბოლოს სამ აგვისტოს გავი­და სახლიდან. იმ დღეს მანქანა გარეცხა და ვეუბნებოდი, თუ არსად მიდიხარ დაისვენე-მე­ თქი და ტელეფონმაც დაურეკა. „დედა, ჩქარა ფორმაო“...

ჩაიც­ვა და წავიდა. რვა აგვისტომდე ველაპარაკებოდით. ბოლოს რვ­აში, რვის ნახევარზე ველაპარა­კეთ ტელეფონით. სულ იმას ამ­ბობდა, კარგად ვარო, გვამშვ­იდებდა და გვატყუებდა გორში ვარო. ჯერ ამბობდა ვაზიანში ვარო, მერე გორშიო, ალბათ, არ უნდოდა, რომ გვენერვიულა".

          მერაბ ბარდაველიძე, მამა:

„კონტრაქტი ჰქონდა და შვებ­ულებით იყო სოფელში. დეიდ­ამისთან აპირებდა თერჯოლაში წასვლას, მაგრამ მოულოდნე­ლად მომადგა და მითხრა, უნდა წავიდეო, დამირეკეს, სამსახ­ურის ბეჭედი და რაღაც ნაწილი გამომყვაო. ძალიან ჩქარობდა, რაღაცას კი ვხვდებოდი, მა­გრამ რას წარმოვიდგენდი რა ხდებოდა... ცოტა მოწყენილი იყო... მარტო არ გამოვუშვი და თან წამოვყევი თბილისში. გზაში ვუთხარი, რომ ნეტა ამ ერაყს მოეშვა-მეთქი და მითხრა, მამა, „ნეტა ახლა ერაყში ვიყოო"...“

          მამა:

„ჩემი ძმა რომ ელაპარაკა, თავი­დან არ ეუბნებოდა სად იყო, მერე უთ­ქვამს, რომ ცხინვა­ლში ვარ და მამას არ უთხრაო. რვა აგვისტოს მოხდა ყველაფერი. ბოლოს, ტელეფონზე რომ ვეღარ ვუკავშ­ირდებოდით, ერთ-ერთ სე­რჟანტთან და­ვრეკე, ალეკოს მარჯვენა ხელი იყო... სად არის ალეკო-მე­თქი ვკითხე. ალეკო დავალე­ბაზეა წასულიო და ასეულიც მე ჩამაბარაო, ტელეფონი მე ჩამაბარა და თუ ვინმემ და­გირეკოს, შენ იმოქმედეო... მეორე ტელეფონიც ჰქონდა ალეკოს, ორივე ნაწილში და­ტოვა.

ცხინვალთან, შანხაისთან ყოფილან. შალვა დოლიძეც იქ ყოფილა. ცხონებულს და­უძახია ბარდაველიძე დამა­ხმარეთო, ალია, რომ წასუ­ლა, თან სამი ჯარისკაციც წაუყოლებია. მაშინვე მასთან მისულა. დახმარებია მეგო­ბრებს, მაგრამ სხვის გადა­სარჩენად მისული, თვითონ დაიღუპა...

უკან უნდა გამო­სულიყვნენ, რომ რუსებს, ხელყუმბარა უსვრიათ და ალია მაშინ დაღუპულა. ასე მოგვ­იყვნენ იმ ბიჭებმა, ვინც გა­დარჩნენ. მუხათგვერდის სასაფლ­აოზეა დაკრძალული...

უკვე ორი წელი გავიდა და ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არ­ის... ცხოვრება საშინელებაა მის გარეშე"...

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N44(86)-ის არქივიდან.  2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე