სნოში საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" გაიხსნა

12:40 07-23-2017
944

სოფელ სნოში საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა.

უკვე ცნობილია, რომ სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება. აქ სასტუმროს აშენების ძირითადი იდეა იმაში იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მოწყდეს აქაურობას და დასაქმდეს. სასტუმროს ძირითადი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროში სულ 34 ნომერია.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასტუმროს გახსნამდე ლოვა აღავლინა.