ორალური სექსით განუკურნებელი ბაქტერია ვრცელდება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილება

12:44 07-09-2017
4882

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ორალური სექსი  გონორეას რისკს ქმნის და კონდომის გარეშე ურთიერთობა ხელს უწყობს ამ დაავადების გავრცელებას.  WHO-ის განცხადებას BBC ავრცელებს. გამოცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ  გონორეას მკურნალობა გართულდა და  ზოგჯერ  განუკურნებელიცაა. 

სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება, რადგან ისინი ნელ-ნელა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ექსპერტების თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჰორიზონტზე ახალი მედიკამენტები გამოჩნდა.  

,,წელიწადში დაახლოებით 78 მილიონი ადამიანი იძებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას, რაც უნაყოფობას იწვევს", - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 77 ქვეყნის  კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკები გონორეას  გავრცელებას წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ და  ინფექცია ნელ-ნელა განუკურნებელი ხდება. 

ექსპერტ თეოდორა ვის თქმით, ,, გონორეა  არის პატარა ბაღლინჯო, რომლის წინააღმდეგაც სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკებს იყენებენ, ამიტომ ეს ბაძღლინჯო გახდა რეზისტენტული ამ ანტიბოტიკების მიმართ.

,,ეს შემთხვევი შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს"  - განაცხადა მან. 

 

რა არის გონორეა?

ონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია ნეისერია გონორეა. ძირითადი სიმპტომები კაცებში არის წვის შეგრძნება მოშარდვისას, გამონადენი პენისიდან. ქლებში – უმეტესად ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ ნაწილს აქვს გამონადენი საშოდან და ტკივილი მენჯის არეში.  კაცებშიც და ქალებშიც თუ არ მოხდება გონორეას დროული მკურნალობა მას შეუძლია გავრცელდეს ირგვლივდემდებარე ქსოვილებში და გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი(მამაკაცებში), მენჯის ანთებითი დაავადება, გავრცელება მთელს ორგანიზმში. გონორეამ შეიძლება დააინფიციროს  სახსრები და გულის სარქვლები.

ნიშნები და სიმპტომები – ქალების ნაწილში  გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნაწილში კი, ახასიათებს გამონადენი საშოდან, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, ტკივილი სექსუალური აქტის დროს,. კაცებში სახასიათოა მოთეთრო ჩირქოვანი გამონადენი პენისიდან,  წვის შეგრძნება მოშარდვისას. გონორეას ინკუბაციური პერიოდი 2-30 დღეა. უმეტესობა ადამიანში კი პირველი ნიშნები აღმოცენდება ინფიცირებიდან (როგორც წესი სექსუალური აქტიდან) 4-6 დღეში.

მიზეზი- გონორეის გამომწვევია ბაქტერია- ნეისერია გონორეა.  ინფექცია გადადის სქესობრივი გზით –  ვაგინალური, ორალური, ანალური სექსით.   კაცებს აქვთ 20% -იანი რისკი გონორეიან ქალთან ერთჯერადი სექსუალური აქტით დაინფიცირებით. ხოლო ქალებს დაახლოებით 60-80 % იანი რისკი აქვთ დაინფიცირების.  გონორეას გავრცელება შესაძლებელია აგრეთვე დედიდან შვილზე, აგრეთვე მშობიარობისას  შესაძლებელია დაინფიცირდეს ახალშობილი რის შედეგადაც მოხდეს ინფეციური პროცესები თვალის კონუქტივაზე.  ამ ინფექციას ახალშობილთა კონუქტივიტი ჰქვია.

ავტორი: სალომე ჩადუნელი