ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პრემიერი

პოლიტიკა 1713960290

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა.მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

თორნიკე რიჟვაზე

პოლიტიკა 1713959773

ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება -  მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები. აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.ცნობილია, რომ ყინულის მოედანი  2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ლაზარე გრიგორიადისი

სამართალი 1713959493

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა.საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.

ნიკოლოზ წულუკიძე

faceამბები 1713959220

VIDEO: „ყველას რაღაც უნდა ჩვენგან, დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ჩვენთვის უნდა“ - ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ვიდეო

სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც ის დედაზე საუბრობს:დედისა და შვილის სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს. ყველას რაღაც უნდა ჩვენგან, დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ჩვენთვის უნდა. ჩვენ ვითხოვთ რაღაცას ყველასგან და მათ შორის, დედისგანაც. ამიტომ ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, აგრძნობინეთ რომ გიყვართ. დედაზე მნიშვნელოვანი არაფერი გაჩენილა" - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე. 

სურსათი

საზოგადოება 1713958900

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი.პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.