კესარია აბრამიძე – „როცა დედობისთვის მზად ვიქნები, დავრეკავ, 9 თვეში შვილი მეყოლება და ჩამომიყვანენ“

11:56 11-17-2014
108

„არ ვფიქრობ, რომ აქ ბავშვის გაზრდა გამიჭირდება“, – ამბობს კესარია აბრამიძე PrimeTime–თან საუბარში.

სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინვა გააკეთა, რისი საშუალებითაც მას შეუძლია ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს. გენეტიკური მასალა იქ ინახება და სურვილის შემთხვევაში, სუროგაი დედა, კესარიას შვილს გაუჩენს.

„როცა დედობისთვის მზად ვიქნები, დავრეკავ, დაიწყებენ პროცედურას, 9 თვეში შვილი მეყოლება და ჩამომიყვანენ. მანამდე პირად ცხოვრებაში ბევრი რაღაც უნდა დალაგდეს. ვთვლი, რომ შვილის გაჩენა იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ამისთვის მზად უნდა იყო. მინდა, რომ ჩემი შვილი სხვანაირად გავზარდო. ყველას უნდა იმაზე მეტი მისცეს შვილს, ვიდრე მათ ჰქონდათ. არ ვარ მე ჯერ მაგისთვის მზად და არც ვფიქრობ, რომ მარტომ გავზარდო შვილი. მე მინდა, რომ შვილი დედ-მამის რეჟიმში გავზარდო. არც ისეთი ბებერი ვარ, რომ ახლავე უნდა გავთხოვდე და შვილი მყავდეს.

–         საქართველოში შვილის გაზრდა არ გაგიჭირდება?

არ ვფიქრობ, რომ აქ ბავშვის გაზრდა გამიჭირდება. მე ყოველთვის პოზიტიური ადამიანი ვარ, პოზიტივით აღსავსე და პოზიტივით ვუყურებ ამ ყველაფერს. არამგონია, რატომ? ვიღაცა რაღაცას იტყვის, კრიტიკა იქნება, მაგრამ არაუშავს. ჩემი და ჩემი გაზრდილია. 7 წლის ვიყავი რომ დაიბადა და გარდატეხის ასაკში მისთვისაც უცხო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ჩემს დასთან ეს ბარიერები მეთვითონ გადავლახე.  მე ვთვლი ასევე, რომ ვარ ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი და ჩემი დისთვის ალბათ მე ვარ ერთ-ერთი იდეალური და. ჩვენ გავქვს ყველაზე იდეალური დობა, რაც მინახავს.  დედაჩენთანაც იყო გართულებები, მაგრამ ისეთი არაფერი.

კესარიას პირადი ცხოვრების სხვა დეტალები იხილეთ, გაზეთ Prime Time-ის დღევანდელ ნომერში. 

ავტორი: