1747034530
„მანქანა გადავარდა, 4 ადამიანი იყო... შოკში ვარ...“ - რას ჰყვებიან და რა კადრებს ავრცელებენ თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო.
„მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა“, - წერენ თვითმხილველები.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო. დამატებითი დეტალები უცნობია.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება: