„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
დღეს, 11 აგვისტოს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის დღესასწაულია.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელი თავისი ლუსკუმიდან გამოდის წელიწადში სამჯერ, სამდღიანი მოლოცვისათვის. 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე (მისი ხსენების დღეს), დიდი შაბათიდან აღდგომის სამშაბათამდე. ასევე 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით და გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან, წმინდანი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად) მას პატარა ნაკუწებად ანაწილებენ და ეკლესიაში მისულ მომლოცველებს ურიგებენ.
ხალხური შეხედულების თანახმად, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ იმ რწენით, რომ განიკურნებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში.
დღეს არ დაიწყებენ ისე, რომ არ მიეახლონ წმინდა მამის უხრწნელ ნაწილებს და კურთხევა არ გამოითხოვონ მისგან. დიახ, მესამე საუკუნეში მოღვაწე წმინდა სპირიდონის სხეული არა მარტო უხრწნელია, არამედ მუდმივად ინარჩუნებს ტემპერატურას - 36,6 გრადუსს. წელიწადში ერთხელ მის ლუსკუმას ხსნიან და... ფაჩუჩებს უცვლიან. დიახ, უცვლიან, რადგან ცვდება.
უამრავი სასწაული აღსრულებულა თუნდაც ამ შემოვლის დროს. განკურნებულ სნეულთა რიცხვის დათვლა შეუძლებელია - ინვალიდის ეტლიდანაც კი წამომდგარან ადამიანები. მაგრამ წმინდა სპირიდონი მაინც მატერიალური სიდუხჭირის ჟამს შემწედ უფროა ცნობილი მორწმუნეთათვის. სპეციალური ლოცვაც კი არსებობს, რომლითაც ასეთი განსაცდელის დროს უნდა მიმართო მას.
უბრალო მწყემსი იყო, ალალი და გულმართალი. ცოლი ადრე გარდაეცვალა. მთელი თავისი ცხოვრება შვილების აღზრდასა და ღვითისათვის სათნო ცხოვრებას შეალია. განსაკუთრებით მწირთა და უპოვართა მიღება და დაპურება უყვარდა. ასეთი ღვაწლისათვის უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა: მიცვალებულებს აღადგენდა; გვალვისას მისი ლოცვით ცა იხსნებოდა და შხაპუნა წვიმით ძღებოდა გამომხმარი მიწა; ცარიელ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას ანგელოზები ჰყავდა მგალობლად - უამრავი ადამიანი მიიზიდა ამ არამიწიერმა ტკბილხმოვანებამ ტაძარში და სწორედ მათი გადმოცემით გახდა ეს სასწაული ცნობილი. ცოდვილთ ამხელდა და მოაქცევდა; არიოზის სწავლება განაქიქა და განსწავლული ფილოსოფოსები დაამარცხა კამათში. ეს მხოლოდ უმცირესი ჩამონათვალია იმ ურიცხვი სასწაულიდან, თავის სიცოცხლეში რომ აღასრულა; რომ აღარაფერი ვთქვათ გარდაცვალების შემდგომ აღსრულებულ სასწაულებზე.
მას განსაკუთრებით მატერიალური შეჭირვების ჟამს მიმართავენ და მაშინვე იღებენ შეწევნას - წმინდა სპირიდონი მათ ზუსტად იმდენს აძლევს, რამდენიც იმ წუთშია მათთვის საჭირო - არც მეტს და არც ნაკლებს. და ასე გრძელდება უკვე 18 საუკუნეა.
გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ მიერ გადაღებულ კადრებს, კუნძულ კორფუდან: