ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300
14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე. ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდის მამას შვილის სახელის პატივსაცემად, ახალი სანომრე ნიშნები აჩუქეს:
„გურამის „მეგუშკები“ - ასე ეძახდა მამიკო მეგის, სულ სხვანაირი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.. როგორი ძლიერი ხარ, მა! შენი ამ მდგომარეობის კვალობაზე, მაინც სხვაზე ფიქრობ ყოველთვის... მამაშვილური სიყვარულის გარდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.. ძმაკაცები იყვნენ, როგორც მეგი იტყოდა ხოლმე მა, შენნაირი პიროვნება და მამა, იშვიათია ამ სასტიკ სამყაროში ...
ამ ტკივილს არ იმსახურებდი ნამდვილად, ძალიან რთულია შენი ამ მდგომარეობაში ნახვა, ნეტავ რამით შემეძლოს შენი ამ ტკივილის ცოტათი მაინც შემსუბუქება.. არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით, ხვიჩამ დაურეკა საქმე მაქვსო და დაუფიქრებლად წავიდა როგორც ყოველთვის, მაგრამ როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა რას ვაპირებდით და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო, მე ხომ ვიცი და გიცნობ ძალიან კარგად, მა.. 22 წელი გვაბედნიერებდი და ანათებდი ჩვენს ცხოვრებაში, სამწუხაროდ არ გაცადეს რომ კიდევ მრავალი წელი ყოფილიყავი ჩვენს გვერდით, კიდევ მრავალი წელი გვქონოდა შენთან ყოფნის ბედნიერი წუთები.. მადლობა საუკეთესო საჩუქრისთვის“, - წერს ნაზი ჯაიანი.
ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300