პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ემილი ელი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა.

„ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი…მოფრინდა, გულები აგვივსო სითბოთი და სიყვარულით. 4 წელი იჭიკჭიკა, იტიტინა…უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა. უფალმა გააძლიეროს შენი დედ-მამა ჩვენო თვალხატულა ემილია...

პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი...“ - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.