„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა მოციქულთა სწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. დედოფალი ნანა პონტოელი მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს. ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც სმენოდა. ასევე გაგებული ქონდა წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი დამარცხების ამბავი.
მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.
მცხეთაში წმინდა ნინოს მეშვეობით მოძიებულ, უფლის კვართის ადგილას მეფე-დედოფლის მეშვეობით სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო. წმინდა მეფე მირიანი და წმინდა დედოფალი ნანა მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში არიან დაკრძალული.
წმინდა მეფისა და დედოფლის ხსენების დღე გარდამავალია, რადგან საეკლესიო კალენდრით მათ აღდგომიდან მე-7 კვირას მოიხსენიებენ.
ტროპარი
მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.
კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.