1753004040
ძლიერი წვიმის გამო მიწის მასა ჩამოიშალა... - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.