საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის და ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა

შეხვედრა

საქართველოს პროკურატურა  აგრძელებს ანტინარკოტიკულ კამპანიას. პროკურორებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის N2 და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლებში გამართეს.

პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და  მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. 
საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიები პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.