1752916661
ლაგოდეხის მერმა მუნიციპალიტეტში ახალდაბადებული ბავშვების ოჯახებს საჩუქრები გადასცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში ახალდაბადებული ბავშვების ოჯახებს საჩუქრები გადასცა. მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალშობილების ოჯახებს ასევე გადაეცემათ პირველადი ჰიგიენური მოხმარების საშუალებები.
მიმდინარე წელს, ახალშობილებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება მერიისგან 94-მა ოჯახმა მიიღო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 300 ლარი დაიხარჯა.