25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1753008975
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებებს თემაა. "ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს და ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის.
პრემიერის თქმით, ვიზალიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება გამოყენებულია შანტაჟის იარაღად, რომ საზოგადოებას მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების ცვლილებას.
"სურთ, რომ ჩამოიცილონ ხელისუფლება, რომელიც იცავს საზოგადოებას და ქვეყანას ომისგან, არა და ომის საშიშროება ისევ მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა, არა თუ დასრულდა, ახალი საომარი ლოკაციები დაემატა ახლო აღმოსავლეთის სახით, ამიტომ, აქტუალობა ის, რომ მეორე ფრონტის ხაზი გავიდეს საქართველოზე, საქართველო იქცეს მეორე უკრაინად და ის იყოს დამატებითი სისხლის მცლელი რუსეთისათვის, რომ რამენაირად ის დაასუსტონ, ამისთვის გააქტიურდა შანტაჟი და შანტაჟის იარაღად დღეს გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ სურთ საზოგადოება დააშანტაჟონ და მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას, ხელისუფლების, რომელიც იცავს ქვეყნისა და თავად ამ საზოგადოების ინტერესებს", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.