მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - ტრაგედია ფილიპინებზე

ფილიპინები

ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილას ჩრდილოეთით, 9-სართულიანი შენობა დაინგრა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. მაშველები შენობაში მყოფ კიდევ 21 ადამიანს ეძებენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სამძებრო სამუშაოებში გაწვრთნილ ძაღლებსა და სპეციალურ დეტექტორებს იყენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია 65 წლის ადამიანი - მალაიზიის მოქალაქე. როგორც მედია წერს, ის მეზობელ შენობაში, იმ სასტუმროში იმყოფებოდა, რომელიც მრავალსართულიანი შენობის ნგრევამ დააზიანა.

მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზის დასადგენად.