„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ფრანგულმა პოლიციამ ლუვრიდან ძვირფასეულობის ქურდები მათი შეცდომების წყალობით იპოვა — ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) იუწყება.
ლუვრის მძარცველები გეგმავდნენ, ბენზინის გამოყენებით დაეწვათ ამწე და სხვა ტექნიკა, რათა გაენადგურებინათ ყველა მტკიცებულება. თუმცა იძულებულები გახდნენ აღჭურვილობა ადგილზე დაეტოვებინათ და სკუტერებით გაქცეულიყვნენ. ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებმა 150-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვეს, მათ შორის დნმ-ის ნიმუშები და თითის ანაბეჭდები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა სამი სავარაუდო დამნაშავის გამოვლენა.
დატოვებული კვალი აჩვენებდა, რომ დამნაშავეები მოქმედებდნენ კარგად დაგეგმილი სქემით, თუმცა ვერ გათვალეს ფრანგული სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულობა, რომლებმაც სწრაფად დაბლოკეს მათი შესაძლო გაქცევის გზები. ექსპერტების თქმით, აღჭურვილობის დაწვის მცდელობა მიუთითებს ჯგუფის კარგ მომზადებაზე, მაგრამ ნაჩქარევმა გაქცევამ და მტკიცებულებებით სავსე სატვირთოს დატოვებამ სრულიად გაანულა თავდაპირველი გეგმის უპირატესობები.