7,4 მაგნიტუდა - რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

რუსეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, ერთ-ერთი ყევლაზე დიდი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ეპიცენტრი აღმოსავლეთ კამჩატკაა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრების სერიამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია, რის გამოც თავდაპირველად გაფრთხილება გაიცა როგორც რუსეთში, ასევე ჰავაიში. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ტალღების სიმაღლე დიდი არ იქნებოდა – მაქსიმუმ, 60 სმ.

მიწისძვრები დაფიქსირდა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის მახლობლად, ჯერ 7.0 მაგნიტუდის, შემდეგ 6.7 და 7.4, რასაც კიდევ რამდენიმე დაბალი სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა.

ცუნამის მცირე ტალღები მოსალოდნელი იყო ჰავაიში, იაპონიასა და მიდვეის ატოლზე, თუმცა ყველა გაფრთხილება მოგვიანებით გაუქმდა.