აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები მსოფლიო საფეხბურთო ტურნირზე ითამაშებენ

11:43 02-06-2014
55

World Football Cup-ის ტურნირი შვედეთში, ივნისში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას  დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “ნაკრებები” მიიღებენ.

ტურნირს ეროვნულ ნაკრებთა ორგანიზაცია „CONIFA „ მართავს.

„CONIFA „  ფიფას წევრი ორგანიზაცია არ არის, შესაბამისად აღნიშნული ტურნირი ფიფას ეგიდით არ ტარდება.

ჩემპიონატში დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ნაკრებების“ გარდა 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს: არამეული სირია, ქურთისტანი, ტამილ ილამი, ზანზიბარი, დარფური, ელანი, კვებეკი, მთიანი ყარაბაღი, პადანია, საპმი და აკვიტანია. 

ავტორი: