შეეძლო თუ, არა ხელისუფლებას პრემიების დაზოგვის ხარჯზე ყველა დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა? – IDFI–ის კვლევა

11:47 02-10-2017
42

რამდენი დევნილი ოჯახია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. აღნიშნულ საკითხზე ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით.

კვლეევის მიხედვით, 2008 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 36 ათასი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოსგან დახმარებას იგივე რაოდენობის ოჯახი კვლავ ელოდება.

როგორც ,,აი-დი-ეფ-აის” წარმომადგენლებს დევნილთა სამინისტროში განუმარტეს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მიახლოებითი გათვლებით, ერთი მილიარდი ლარია საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას, პრემიების დაზოგვის ხარჯზე, მუდმივი საცხოვრებლით ყველა დევნილი ოჯახის  უზრუნველყოფა შეეძლო.

ავტორი: მზეკო ჟვანია