თბილისის ვიცე-მერის მოვალეობებს სავარაუდოდ დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს

16:01 03-04-2015
46

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ვიცე-მერის მოვალეობებს  ეკონომიკის მინისტრის ახლანდელი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი 15 მარტიდან შეასრულებს. 

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე მარგიშვილმა თანამდებობა დატოვა.

მარგიშვილი “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს” უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილედ 2012  წლის 30 ოქტომბრიდან მუშაობს.

ავტორი: irina