ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის

12:43 03-05-2017
79
თეგები: a:1:{i:0;i:1103;}

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში სთავაზობს. ვრცელი ინტერვიუ ამ თემაზე სებასტიან კურცმა გამოცემა Bild-ს მისცა.

„ჩვენ გვჭირდება ასეთი ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც გაეროსთან კოორდინაციით იმუშავებენ. ისინი შეიძლება გაიხსნას საქართველოში, ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში“, – აღნიშნა ავსტრიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ეუთო-ს როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში კურცი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრას დაესწრო.

ავტორი: