ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 ქალის საქმე

სამართალი 1713471686

სასტიკად მოკლული ქალის მეგობრის მოულოდნელი ჩვენება - რა შეტყობინებები გასაჯაროვდა სასამართლოზე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.უკვე მეორედ, გამოიკითხა მოკლული ქალის უახლოესი მეგობარი, რომლის ჩვენებაც ბრალდებული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქალმა სალტანატის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები წაიკითხა.„დავიღალე... მინდა მისგან წასვლა, მაგრამ ვიცი, რომ მწარედ გადამიხდის სამაგიეროს... თუ ახლა წავალ, იტყვის, რომ ვარ უმადური და ყველაფერს მე დამაბრალებს.დავიღალე მასთან ჩხუბით. ზოგჯერ კარგად არის ჩემს მიმართ, არ ვიცი, რა ვიფიქრო... დადის ფსიქოლოგთან, 2-თვეში 10 000 დილარიც გადაიხადა, მაგრამ ასეთი ადამიანები არ სწორდებიან. ფსიქოლოგსაც ატყუებს, რომ მისგან მხარდაჭერა და დაიმედება მიიღოს. 2 ღამე საერთოდ არ მძინებია. მას არ სძინავს და მაიძულებს ვილაპარაკო. თუ ვეტყვი, რომ დაღლილი ვარ და მეძინება, მეუბნება, შენ არ გინდა ჩემი დახმარებაო... მე მას ვერ გამოვასწორებ. ალბათ, ჯობია საგიჟეთში წავიდეს, 24/7-ზე ჩემთან არის. ვერავისთან ვკონტაქტობ, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს... გამოფიტული ვარ, აღარ შემიძლია ასეთი ცხოვრება... სულ შიშში ვარ, მინდა თავისუფლება, იქნებ მოვახერხო, რომ მშვიდობიანად დავშორდე....“შეტყობინება მოულოდნელი აღმოჩნდა ბიშიმბაევის ადვოკატებისთვის, ახალგაზრდა ქალის განმარტების გაკეთება დასჭირდა, რომ „ვოთსაპში“  ვერაფერს შეცვლიდა.ამაზე ბიშიმბაევის პასუხი ასეთი იყო:„არ ვიცი, ასე რატომ ამბობს. იცით, რომ ის ხშირად მიდიოდა სახლიდან და თავისი ინიციატივით ბრუნდებოდა უკან. აიდასთან მეც ვმეგობრობდი და ხშირად მქონდა მიმოწერა, როცა სალტანატი სახლიდან მიდიოდა... ამიტომ უნდოდა მასთან ჩემი რეპუტაციის გაფუჭება... მე როგორც უკვე. ვთქვი, მას ცვალებადი ხასიათი ჰქონდა და ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობდა, რის მიხედვითაც მოქმედება... მისი ხასიათის გამო, მეგობრები ხშირად ჩხუბობდნენ.“მოკლული ქალის მეგობარმა ამას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და არასდროს უჩხუბიათ.სასამართლო პროცესის სრულად ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი ↓

კვარა

საზოგადოება 1713470935

როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გასტროენტერიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ - „ნაპოლის“ განცხადება

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.„ნაპოლიმ პირველ მოედანზე ივარჯიშა. პარტენოპეი ემპოლისთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს არის ჩანიშნული. ფეხბურთელებმა პატარა მოედანზე მატჩი გამართეს და ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებზე მუშაობით დახურეს.ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟუან ჟეზუსმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს“, - წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია, კერძოდ,  გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც, ვარჯიში გამოტოვა. ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.

ფული

ფინანსები 1713470777

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 აპრილს - ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 29/03/24 დან - 18/04/24 მდე ლარი შეადგინა.

მიწისძვრა

საზოგადოება 1713469880

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვია.

ნიკა

საზოგადოება 1713469355

„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი...“ - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა.„გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი (13 მაისს გახდებოდა 27 წლის) საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ…მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა.გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…“, - წერს შოთო სიხარულიძე.